მეტრეველი თამაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:50, 4 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეტრეველი თამაზ — (1947 − 2014), ქართველი პოეტი, მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი. დაიბადა თელავში. დაამთავრა თელავის მეხუთე საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლა განაგრძო თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად პრესაში და რადიო-ტელევიზიაში. ავტორია 35-მდე ორიგინალური და გადმოქართულებული პიესისა. „ზაზა ვაჩნაძის” ფსევდონიმით ჟურნალ „გზა”-ში გამოქვეყნებული აქვს ხუთი რომანი. მისი პირველი ლექსი ახალგაზრდობაზე 1965 წლის აგვისტოში გაზეთ „თბილისში” დაიბეჭდა; გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: „სულის სანთლები” (2014) და „სასწაული”.
- გაზაფხული
- გაზაფხულდა, გაზაფხულდა,
- მზის სხივებმა გვახარეს...
- ყვავილებმა ჭრელი ფთილა
- მიწას მიმოაფარეს.
- არაკრაკდა ნაკადული
- აშრიალდა ტყეები,
- თოვლი გაქრა, ყინვა გადნა,
- დადგა თბილი დღეები.
- მივულოცოთ ყველას, ყველას
- დიდებსა და პატარებს,
- ვისაც ქვეყნად გაზაფხულის
- მოსვლა ასე ახარებს.