მირცხულავა ალიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:00, 5 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალიო მირცხულავა

მირცხულავა ალიო — (1903 – 1971), ქართველი პოეტი. ნამდვილი გვარი – მაშაშვილი. დაიბადა სოფელ ხორგაში (ხობი). სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სრულიად საკავშირო სალიტერატურო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს. 1921 წლიდან მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცკ-ს ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად. 1940-1944 წლებში იყო პარტიის ცკ-ის თანამშრომელი, ხოლო სხვადასხვა წლებში ჟურნალების — „მნათობისა” და „დროების” რედაქტორი, 1968 წლიდან — საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1923 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობები და პოემები, ხოლო ლექსთა კრებული − „მერრეხი”, ბუმერანგის ფსევდონიმით, გამოვიდა 1924 წელს, დრამატული პოემა „სურა დაიმსხვრა” – 1959 წელს. 1947 წელს გამოსცა რჩეული ლექსები, შემდეგ − კრებულები „მაღალი ოცნება” (1950) და „ჰიმნი სამშობლოს” (1951). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


* * *
ერთხელ ქალი მიმავალი დავინახე ველად,
მის ეშხიან სილამაზეს გზას უთმობდა ყველა.
სწორედ ირმის აღნაგობა, სწორედ ირმის ყელი,
ტანზე თმები გადმოეშვა, როგორც ცისარტყელა.
ქალო, იქნებ ყარიბ მგოსანს გზები გაუკვალო,
დამანახო შენი ბინა, სად ხარ, ვის უგალობ?
შენი ფეხით გალეწვინო ჩემი გულის კალო,
გენაცვალოს ჩემი თავი შენ, კახეთის ქალო!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები