ნარიმანიძე სილოვან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 6 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სილოვან ნარიმანიძე

ნარიმანიძე სილოვან − (1925 − 2007), ქართველი მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. დაიბადა სოფელ მაღრაანში (ახმეტა). 1952 წელს დაამთავრა თსუ იურიდიული ფაკულტეტი. იყო მწერალთა ასოციაცია „მწერალის” თავმჯდომარე; გამომცემლობა „მწერალის” დირექტორი. 1952-1975 წლებში მუშაობდა გაზეთ „სამგორის” რედაქტორად. იგი არის 30-მდე პოეტური, პროზაული, პუბლიცისტური და პოეტური თარგმანების ავტორი, მათ შორისაა: „როცა იღვიძებენ ტყეები“ (1957), „ნისლებზე მაღლა“ (1962), „შორეული დღე“ (1979), „მზის სიახლოვეს“ (1980) და სხვა.


ბუხართან
თან გამოჰყვა დროის ქარებს
დარდი მარადიული,
ვის უგზავნის ნეტავ ალერსს
ის ქედანი ტყიური,
მე რომ გულით გამიხარდეს,
არვინ მოვა ისეთი,
ისე დარდს რა გამიქარვებს,
მე რომ მახსოვს ის ერთი.
მაშ, ბუხარო, ნუ მაცდუნებ,
დაწვი შავი ფიქრები,
ხვალ აღარც შენ იგუგუნებ,
და აღარც მე ვიქნები!..


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები