ონელი არნო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 7 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ონელი არნო − (1901 − 1979) ქართველი მწერალი და პოეტი. ნამდვილი გვარი – ბურდილაძე. დაიბადა სოფელ მოედანში (ონი). მისი პირველი ლექსი − „შემოღამების ესკიზი” − დაიბეჭდა 1922 წელს „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალში”, ხოლო პირველი წიგნი – „მთები” − გამოიცა 1927 წელს. არის ავტორი საბავშვო ლექსების კრებულებისა: „ცრემლი და სიხარული” (1935), „ფრიადოსნები” (1940).
- ტყის ზღაპარი
- მისი დუმილი ღამით, დილითაც
- იქნებ ზმანება ჰგონია ვისმე,
- მე კი ნიადაგ ამ დუმილიდან
- რაღაც იდუმალ გალობას ვისმენ.
- ვისმენ და სული ჩემი სავსეა
- შეუცნობელი მუნჯი ბგერებით
- და სხვანაირი გრძნობიერებით
- მამცნობს ბუნება თავის ხასიათს,
- მზე ამოვა და ცისფერ იებით
- მორთულ სივრცეს რომ მიეფარება,
- ჰიმნს უმღერებენ ტყის ფერიები
- სილამაზეს და მშვენიერებას.