კუპატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:49, 27 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუპატს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ოჯახურ პირობებში მას მოსახლეობა ღორის დაკვლისას მიღებული სუბპროდუქტებისა და ხორცისაგან ამზადებს სეზონურად. სამრეწველო პირობებისთვის, გამომდინარე ნედლეული ბაზის თავისებურებებიდან, შემუშავებულია კუპატის დამზადების რამდენიმე განსხვავებული რეცეპტურა.

კუპატის დასამზადებლად იღებენ ძროხის ან ღორის ხორცს, ან მათ ნარევს, და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ ხახვთან ერთდ. გატარებულ ხორცს აზავებენ მარილით, დანაყილი პილპილით, ნივრით, კოწახურით ან მჟავე ბროწეულით, დარიჩინით (სუბპროდუქტებიდან დამზადებულ კუპატს ურევენ ქონდარსაც) და გადაზელენ ერთმანეთში, ამატებენ ციტა ბულიონს, რომ ხორცი ნაზი იყოს. შემდეგ იღებენ გამომხმარ ნაწლავს, კარგად რეცხავენ და ალბობენ თბილ წყალსი 10-15 წუთის განმავლობაში; შპრიცით ტენიან ფარშს 30 სმ.-ის სიგრძის ნაწლავში. თითო კუპატის თავ-ბოლოებს უერთებენ ერთმანეთს, კრავენ ძაფით და მოხმარებამდე კიდებენ ხარიხაზე.


წყარო

  • პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები