სხილაძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:43, 13 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სხილაძე გოჩა – (1968), ქართველი პოეტი, თეოლოგი. 1989 წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის თეოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. იყო პოეტურ ორდენ „ედელვაისის“ წევრი. სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა გერმანიაში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „მკვდართა მზე“.
- გაუცხოება
- დაცარიელდა სოფელი
- და უკვე აღარ მეცნობა
- მაღლა მზე გამათბობელი,
- დაბლა დღის გულნამცეცობა.
- ნუთუ არავინ არ დარჩა
- მხილველი ღელის ლი პების?
- გულში რაც სხივი გადარჩა,
- იმის კვალს ჩუმად მივყვები.
- რომ მხვდება უცხო ბავშვია,
- რომ მხვდება უცხო კაცია,
- იქ ჩემ გულს უკაშკაშია,
- მამას მთვრალს უბარბაცია.
- ვიცი სოფელო შენი ხმა
- ცრემლებად დაიბადება.
- გარდაუვალი შეიქმნა
- ვარდებზე თოვლის დადება.
- გვერდზე ჩამივლის ბავშვობა
- ნიავის მხარით გადება.
- წინ გულში დანის ჩასობა!
- გზად წასვლისათვის მზადება!