დეკალოგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:46, 27 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეკალოგი - (ბერძ.déka lógoi ) ათი სიტყვა, რაც წმიდა ირენეოსმა გადააკეთა dekálogos-ად, შემდეგ ლათინურში დამკვიდრდა ფორმა decalogus.
ღმრთის მიერ მოსესთვის სინაის მთაზე მიცემული ათი მცნება, რომლებიც ღმერთსა და მის ხალხს შორის აღთქმის მთავარ ქარტიას წარმოადგენს. ჩვენამდე დეკალოგის ორმა ტექსტმა მოაღწია: გამ. 20:2-17 და რჯლ. 5:6-21.
ასე ეწოდება იმ წერილს, რომელიც გადასცა წმ. ნინოს უფლის ანგელოზმა ფარავნის ტბასთან. მას ქართულ ათ მცნებასაც უწოდებენ.
წყარო
- პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“.
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.