ქუთათელაძე გენრიეტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:07, 18 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქუთათელაძე გენრიეტა − (1943), ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა ოზურგეთში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ბათუმში. მონიჭებული აქვს კულტურის ამაგდარის წოდება. გამოცემული აქვს თვრამეტი წიგნი − ლექსების, მოთხრობების და ნარკვევების კრებულები, მათ შორისაა: „მზე მიმწუხრისა”, „აპრილის კვირის ცარგვალი”, „ხმა ლოტოფაგების ქვეყნიდან” და რომანი − „სიკვდილის პირისპირ”.
- დუმილი
- დუმილი ზოგჯერ ისე ყვირის, ისე ხმაურობს,
- ვით ნახანძრალზე გაჩენილი აშარი ქარი...
- რაღაც უცნობის, უსამანოს, რაღაც დიადის
- მაცნე არის მუდამ დუმილი...
- ან იქნებ სულაც ლოცვა არის ტანჯული სულის,
- აღვლენილი წინარე ღმერთის...