ყარაულაშვილი დალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:11, 19 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყარაულაშვილი დალი – (1964), ქართველი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, პოეტი, დრამატურგი. გამოცემული აქვს კრებულები: „მიყვარხარ“ (1990), „ფრთები მეც მინდა“ (2015)
- * * *
- შენ ყოველ ღამე სიზმრად მოდიხარ,
- გხედავ, გეხები, სხვისთვის უხილავს,
- სხვა სამყაროში შენი გადასვლა,
- თავზე დამატყდა ჭექა-ქუხილად.
- კვლავ გგრძნობ, ძვირფასო, და შენი სუნთქვა
- კვლავ ბაგეებზე მელამუნება,,
- არ ვიცი რა დროს, რომელ ბილიკზე,
- კვლავ შეგვაერთებს ალბათ ბუნება.
- არსად გასულხარ, ჩემთან ხარ ისევ,
- ისევ აღგიქვამს ჩემი გონება,
- ჩვენ შევერთდებით გზაჯვარედინზე,
- დიდი გრძნობების განმეორებად.
- ვხედავ აშოლტილ ბუმბერაზ სხეულს,
- მკერდზე გეკვრები თვალცრემლიანი,
- გათენებისას ღამეს მიჰყვები,
- ეჰ, სინანული არის გვიანი....