შალამბერიძე კახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:17, 20 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალამბერიძე კახა − (1965), ინჟინერი, პოეტი. დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის 140-ე საშუალო სკოლა, შემდეგ − საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესიით არის ინჟინერი. ლექსების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო, მაგრამ მისი ლექსები მხოლოდ 2016 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთში”. ამის შემდეგ პერიოდულად ქვეყნდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა არც ისე დიდი სიხშირით, ამას თავად პოეტი მისი არააქტიური ბუნებით ხსნის. გამოცემული აქვს კრებული „ღია ღამე” (2018).


* * *
ფშავში მაღალ მთებს ვეწვიე,
ვფიქრობდი, მთა დამაწყნარებს...
ბილიკზე წამოგეწიე,
ჰა და ჰა, ვწვდები ნაწნავებს.
მზისა და მთვარის მხევალი,
ფრინავ, არ ადგამ ნაბიჯებს,
რის დაწყნარება − რხევაი,
მაგ წელ-თეძოთა, მაგიჟებს!..
ხელში ჩაგიგდებ თვალშავა
თუნდაც გამიწყრეს ლაშარი!
მხრებამდე ჩამოგეშალა
მძივებიანი თავშალი...
შემხედე, გამიღიმილე,
ბაგის გააპე ნაპრალი,
სწორედ ეგა მკლავს ღიმი მე,
ეჭვი გულს შემონაპარი.
ხრავენ, გულს ხრავენ ჭიანი,
(ჭორ არვინ გამოუცხოსა)
რა ვქნა რომ ვიეჭვიანე:
„რათ გამიღიმე უცხოსა”.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები