შარვაშიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი შარვაშიძე

შარვაშიძე გიორგი − (1846 − 1918), პოეტი, დრამატურგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თერგდალეულთა თანამოაზრე. დაიბადა სოხუმში. ჯერ კიდევ ყრმას, მიენიჭა პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პრაპორშჩიკის წოდება. 1863 წლის 10 ივნისს გახდა კავკასიის ჯარების სარდლის, დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი და მე-19 საუკუნის ბოლომდე სამხედრო სამსახურს ეწეოდა რუსეთში, საიდანაც პოლკოვნიკის ჩინით დაბრუნდა ჯერ ქუთაისში, 1905 წლიდან კი ცხოვრობდა სოხუმში.

იგი იყო ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა თანამოაზრე. მათ ყველა ეროვნულ საქმეში გვერდით ედგა, მათთან ერთად იღვწოდა საერთო ეროვნული შეგნების, მშობლიური ენისა და კულტურის განვითარებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს საზოგადოებრივ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1870-იანი წლებიდან მისი ლექსები, პუბლიცისტური წერილები და პოემები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. აქტიურად მოღვაწეობდა თეატრალურ სფეროში. თბილისში იდგმებოდა მისი პიესები, აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, რითაც დიდი ამაგი დასდო ქართული ეროვნული თეატრალური კულტურის განვითარებას. გიორგი შარვაშიძე ზედმიწევნით ღრმად იცნობდა ქართულ ლიტერატურას და თვითონაც წერდა შესანიშნავ ლექსებს ქართულ ენაზე.


ვარადა
განგებავ! ამას ნუ მიწყენ,
ვერ გადავგვარდე გვარადა,
ხანდისხან წავიღუღუნო
მამაპაპური ვარადა.
ესე ღუღუნი სიმღერა
არაა გასახარადა,
ისა ჰგავს დედის საფლავზე
ობლისა მოთქმას მწარადა.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები