ცანავა მიმოზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 27 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიმოზა ცანავა

ცანავა მიმოზა − (1948), პოეტი. გამოცემული აქვს კრებულები: „დამსხვრეული ყავარჯენი”, „კოლხური სევდა”, „ტკივილის ტვირთი”, „მარტოობის ქალი”.


ტკივილის ტვირთი
ქარიშხალივით ამედევნები
და სულის მოთქმას არ მაცლი, ფიქრო,
მე ერთგულებით გზიდე და გზიდე,
შენ არ მომეშვი, ტკივილის ტვირთო!
თავის დაღწევა ხომ ბევრჯერ ვცადე,
მარცვალი ვთვალე სულ თითო-თითოდ,
მაინც ვერა და ვერ დაგემალე,
ყველგან მიპოვე, ტკივილის ტვირთო!
რა დაისახე მიზნად არ ვიცი,
მიმაქანებდი უფსკრულში თითქოს,
მაგრამ ვერაფრით ვერ დამანარცხე
შენი ოინით, ტკივილის ტვირთო!
რაც მეტი ლოდი გულზე დამადე,
მით უფრო მეტად შემმატე ძალა,
როგორც კონკიას ბედით დაჩაგრულს,
ლოცვა მამაღლებს, უფალი მფარავს
და სულ ამაოდ ამომიჩემე,
ყველაფერსა აქვს სასრული, ვით ომს,
ეს შენ კი არა მე დაგამარცხე,
ვერ მომერიე, ტკივილის ტვირთო.
ისევ მორჩილად თავს დაბლა დავხრი,
ისევ მოთმენით ბევრ რამეს გითმობ,
ტკივილით შობილს და ასე ამტანს,
ვერას დამაკლებ, ტკივილის ტვირთო!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები