ცინცაძე ნანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:38, 27 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცინცაძე ნანა − (1955), ქართველი ექიმი, პოეტი და მწერალი. დაიბადა თბილისში, იურისტების ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. არის თერაპევტი, მუშაობს ფსიქოთერაპიაშიც. პირველი წიგნი სამედიცინო სფეროს მიუძღვნა (მკურნალობა საოჯახო პირობებში), შემდეგი რამდენიმე წიგნი ლიტერატურაში − პოეზია (კრებული − „გვიან და ადრე”), პროზა. მის ლექსებზე შექმნილია ასეულობით სიმღერა ქართულ და რუსულ ენებზე. არის რამდენიმე მუსიკალური ალბომის ავტორი.
- * * *
- მე გავაკეთე აღმოჩენა − ვარ ბედნიერი.
- კვლავ შემწევს ძალა, ვიტირო და
- მჯეროდეს ხვალის.
- არავინ მითხრას − ცრემლი შრება,
- მუდმივად ვდარდობ...
- ცრემლი არ შრება, ცრემლით ხდება
- გადახდა ვალის.
- ყველას ცხოვრების რაღაც გვმართებს −
- დიდი ან მცირე.
- წასული წლები მეტად მკაცრი განაჩენია.
- ბევრჯერ დამცხრილეს, ფენიქსივით
- მაინც აღვსდექი
- და კვლავ სიცოცხლეს მივუძღვენი −
- რაც დამრჩენია.