მამფორია ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:55, 28 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ მამფორია

მამფორია ოთარ — (1924 – 2000), ქართველი დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პოეტი. დაიბადა ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო შემდეგ – მოსკოვის გორკის სახელობის უმაღლესი ლიტერატურული კურსები. ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულისა („ცისკრის ვარსკვლავი”, 1959, „საქართველო ჩირაღდანად მინთია!”, 1999). თარგმნა ესენინის, ბლოკის, ევტუშენკოს, პასტერნაკის ლექსები.


თოვლი
ამ სისხამ დილით თოვლში პირველად
ხელის მოჩრდილვით ცეცხლი ვაკვესე.
ვით მოფარფატე თეთრი პეპელა,
ისე დამაკვდა ფიფქი ბაგეზე.
ალბათ, თბილისში ახლა არ ცივა,
კოჯრის ნიავი ფოთლებს აქეზებს,
მწვანე ფერებში ელავს მთაწმინდა
და სხივებს აბნევს მზე რუსთაველზე.
აქ კი არყები ტოტებდახრილი,
ელიან სხივთა ამონათებას.
შორს დათოვლილი მიქრის მარხილი,
შორს არის ჩემი ციცინათელაც...
ცვივა და ცვივა ფრთადასეტყვილი
ფიფქები − ზამთრის თეთრი პეპლები,
მივდივარ თოვლში ხმაგაკმენდილი,
მივდივარ, მაგრამ სად შეგეყრები.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები