ჭყონია მემედ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:24, 30 აპრილი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჭყონია მემედ – (1860 – 1940), ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე. ხალხური მთქმელი. დაიბადა სოფელ ქობულეთში (ქობულეთის რაიონი). ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა. წერეთელთან, ნ. ნიკოლაძესთან, ს. მესხთან, თ. სახოკიასთან და სხვა. თხზავდა სოციალ-პოლიტიკური შრომით, საწესჩვეულებო ლექსებს. პოპულარობით სარგებლობდა მისი პატრიოტული ლექსები, რომლებშიც იგი თანამოძმეებს განუმარტავდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის რეაქციულ ბუნებას. იგი ეწეოდა საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო იდეების პროპაგანდას, ხელს უწყობდა გამაჰმადიანებულ ქართველებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას. 1918-1920 წლებში აჭარაში უცხოელთა ინტერვენციის დროს განიცდიდა დევნას. საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ უმღეროდა ახალი ცხოვრების მშენებლობას.