ჯავახიშვილი ეკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:17, 2 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯავახიშვილი ეკა − (1976), პოეტი, დაიბადა დედოფლისწყაროში; 1993 წელს დაამთავრა სოფელ არბოშიკის საშუალო სკოლა. 1993-98 წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ინგლისური ენა და ლიტერატურა). 2009 წლიდან არის დედოფლისწყაროს მწერალთა გაერთიანება „ფიროსმანის” წევრი. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული: „სიყვარულის ქარცეცხლი” და „თითქოს უშენოდ არ მიცხოვრია”. ამჟამად ცხოვრობს საბერძნეთში.
- * * *
- ხან ჩაიქირქილა ქარმა, ხან იცინა,
- პასუხიც ვერ გამცა, „ხო”-ცა და „არა”-ცო
- და მერე გვირილამ გამანდო, იცი, რა? −
- ნუ დარდობ, უყვარხარ, ძალიან თანაცო.
- საწვიმარ ღრუბლებს ცა თვალებში მისხამდა
- და უცებ გვირილამ ღიმილით ამავსო,
- სიყვარულს გული გრძნობს, მიენდე მის ხმას და
- რას უსმენ ნეტავი ქარს, ჭორიკანასო?!