ტურაბელიძე მაია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტურაბელიძე მაია − მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი, იტალიური და ქართული ენების მცოდნე. დაიბადა ქუთაისში, 1973 წლის 27 ოქტომბერს. წარჩინებით დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქალაქო კონკურსში გამარჯვების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქუთაისის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის 31-ე საჯარო სკოლაში. დაამთავრა ასევე იტალიელი მისიონერების მიერ დაარსებული იტალიური ენის სასწავლებელი. ასწავლიდა იტალიურ ენას აგრარული უნივერსიტეტის ქუთაისის ფილიალში, 1999 წ. თარგმნის და თანამშრომლობს ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ცისკარი“ (რედკოლეგიის წევრი), „ახალი საუნჯე“, „აფრა”, „განთიადი“, „თეთრი ხიდი", „დილა“, „საბავშვო კარუსელი" (ხელშეკრულებით), „პეპელა“... აქტიურად მონაწილეობს იტალიისა და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროების პროექტებში, რომელთა მიზანია იტალიური და შვეიცარიული ლიტერატურის გავრცელება-პოპულარიზაცია. გამოცემულია მის მიერ თარგმნილი შემდეგი წიგნები: დაჩა მარაინის მოთხრობათა კრებული „ჩემი ქმარი“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2019 წ. ვიტალიანო ბრანკატის რომანი „ლამაზი ანტონიო“ (იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. ალექსანდრე ჰმინეს რომანი „გასაღები რძეში“ (შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით), 2021 წ. მარიო ვალეს სამეცნიერო ნაშრომი „მონტესორის პედაგოგიკა და ახალი ტექნოლოგიები” (ევროპის სამეცნიერო პუბლიკაციების სამდივნოს დაფინანსებით), 2022 წ. იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს „ქართული ენის მცირე გრამატიკის“ შედგენა-გამოცემაზე (1997 წ.) მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი” ფინალისტის დიპლომი მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − „ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა”. ხშირად სტუმრობს საქართველოს ბაღებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს და ახალგაზრდა თაობასა და პედაგოგებს აცნობს იტალიურ ცხოვრებასა და ტრადიციებს, ისტორიულ ადგილებსა და ღირსშესანიშნაობებს, საუბრობს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებისა და ლიტერატურული მიმდინარეობების შესახებ.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები