ჯავახიშვილი მადონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:51, 2 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯავახიშვილი მადონა − (1972), პოეტი. დაიბადა თბილისში. არის ერთი პოეტური კრებულის ავტორი. ბოლო 14 წელია ცხოვრობს და მუშაობს ათენში.
- * * *
- ზოგჯერ თასში ჩამოსხმული ღვინო ვარ,
- ზოგჯერ − ლექსში დაკარგული სტრიქონი.
- სიმღერა ვარ, იქნებ მხატვრის ტილო ვარ,
- თუ მომძებნი უსათუოდ მი პოვნი.
- ხან სიო ვარ, მზიანი დღის საამოდ
- მონაქროლი მწვანე მთების კორდიდან.
- იქნებ წვიმის წვეთად გადავიქეცი
- და ღრუბელმა გადმომღვარა კოკიდან.
- ხან ჩიტი ვარ, მოჭიკიჭიკე ბეღურა,
- ანდა თევზი, მოცურავე წყლის ფსკერზე.
- იქნებ ველზე ამოსული ია ვარ,
- ან ვარსკვლავი, მიკერილი ცის მკერდზე.
- უსასრულოდ გადაშლილი ლურჯი ზღვა,
- ტალღის ქაფზე ჩამომჯდარი თოლია.
- მე ყველგან ვარ, სადაც არ მელოდები.
- მე იქა ვარ, სადაც შენ არ გგონია.
- ხან მაისად მოვალ, ვარდებს მოგიტან.
- დეკემბერში გზას მოგიფენ ფიფქებით.
- არასოდეს მიგატოვებ, გახსოვდეს,
- თუ მინატრებ, მეც შენს გვერდით ვიქნები.