ჯაფარიძე ზურაბ (პოეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 3 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯაფარიძე ზურაბ − (1965 − 1995), პოეტი. დაიბადა სოფელ სხვავაში (ამბროლაური)
- დედას
- ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
- მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან,
- სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
- დედაჩემის სასაფლაოს გარდა.
- იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
- და წარსული აცრემლდება დარდად,
- საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
- დედაჩემის სასაფლაოს გარდა.
- ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
- მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან,
- სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
- დედაჩემის სასაფლაოს გარდა.