სხივგამტარი ფასადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 3 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სხივგამტარი ფასადი – ფასადი, რომლის მზიდი და არამზიდი კონსტრუქციები შედგება სხივგამტარი ან თვითმზიდი სხივგამტარი ელემენტებისგან. ფასადს შეიძლება ჰქონდეს ბრტყელი (ზოგჯერ დახრილი), გუმბათისებრი, კამარისებრი, ნაოჭისებრი და სხვა ფორმა. სხივგამტარი ფასადის ელემენტების ცეცხლმედეგობის ზღვარი არ არის ნორმირებული.