იუდაიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:57, 9 მარტი 2017-ის ვერსია, შეტანილი Nomanadze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუდაიზმი - „იუდაიზმი“ ბერძნული სიტყვაა და თავდაპირველად აღნიშნავდა ებრაელთა რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და პრაქტიკას. ქართველები იუდაიზმს „ჰურიაობას“ უწოდებდნენ. იუდაიზმმა ჩამოყალიბების პროცესში მრავალი ცვლილება განიცადა და სახელმწიფო რელიგიად ჩამოყალიბდა ძვ.წ. აღ. X საუკუნეში, წმ. დავით წინასწარმეტყველის მეფობის ეპოქაში. იგი მიჩნეულია იუდას ტომის რელიგიად.

იუდაიზმს სათავე დაედო ძვ.წ. აღ. პირველ ათასწლეულში. იგი არის მსოფლიოს ყველაზე ძველი მონოთეისტური, ეთნიკური ანუ ნაციონალური რელიგია, რომელმაც შეუნარჩუნა ებრაელთა სხვადასხვა დიასპორას თვითმყოფადობა და დღესაც არის ამ ხალხის სულიერი ცხოვრების საფუძველი.

მსოფლიო მონოთეისტური რელიგიებიდან ერთ-ერთი, ებრაელი ხალხის რელიგია, რომლის მთავარი პრინციპებია ერთიანი ღმერთის - იაჰვეს - რწმენა, მესიის (ციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღაირება წმინდა წიგნებად. აღმოცენდა პოლითეისტური კულტურებიდან ძველებრაელთა მომთაბარე ტომებში. ძვ.წ. XIII ს-დან დაპყრობილ პალესტინაში თანდათან ჩამოყალიბდა იაჰვეს კულტი, რამაც საერთო სახელმძღვანელო რელიგიის სახე მიიღო (ძვ.წ. X ს-დან). ამ დროისათვის იქმნება ძველი აღთქმის კანონიკური ტექსტი, რომლის ბირთვს წარმოადგენს თორა - 5 წიგნი (რომლის ავტორობასაც მოსეს მიაწერენ). ი-ის ძირითადი დოგმატებია: მონოთეიზმი - იაჰვეს აღიარება ერთადერთ ღმერთად; იაჰვეს და ებრაელთა შორის დადებული აღთქმის რწმენა; ისრაელის ძეთა მიჩნევა ღმერთის რჩეულ ერად. ებრაელებმა შეიცნეს თავი ისეთ ყოვლისშემძლე ღმერთის „რჩეულ ხალხად“, რომელიც თავის ხალხსაც კი სჯის ზნეობრივი მანკიერების გამო. მრავალი წლის შემდეგ, ი. გადაიქცა თვითმყოფად რელიგიად მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ არსებობდა ებრაელთა სახელმწიფო.

უპირატესად ებრაელებს შორის გავრცელებული რელიგია. აღმოცენებულია ჩვ. წ. აღ-მდე მე-2 ათასწლეულში, წარმოადგენს მონოთეისტურ რელიგიას, ისრაელში მინიჭებული აქვს სახელმწიფო რელიგიის სტატუსი. მთავარი პრინციპებია: ერთიანი ღმერთის, იაჰვეს (იეღოვას) რწმენა, მესიის (ზეციური მხსნელის) მოლოდინი, ძველი აღთქმისა და თალმუდის აღიარება წმინდა წიგნებად. დოგმები სულის უკვდავებაზე, საიქიო ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომის, ანგელოზებისა და დემონების რწმენა - ყველაფერი ეს მტკიცედ დაკანონდა და თალმუდის სახით შემორჩა დღემდე.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
  • სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
  • მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები