დაბინძურება ენერგეტიკული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დაბინძურება ენერგეტიკული – სამშენებლო, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის ობიექტების, სამრეწველო რეგიონების, ქალაქების, დასახლებული პუნქტების მიერ გამოყოფილი ბუნებრივი გარემოს დამაბინძურებელი ენერგეტიკული წყაროების ერთობლიობა. დაბინძურება ენერგეტიკულს მიეკუთვნება, აგრეთვე, ვიბრაციული და აკუსტიკური ზემოქმედება, ელექტრომაგნიტური ველები, რადიო-, ტელე- და რადიაციული გამოსხივებების ზემოქმედება.