არქიმედეს ხრახნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:42, 5 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაილი:Arqimedes xraxni.gif
არქიმედეს ხრახნის ანიმაცია
არქიმედეს ხრახნი – წყლის ასაქაჩი მანქანა, გამოგონებული არქიმედეს მიერ ძვ. წ. III საუკუნეში. გამოიყენებოდა წყლის მისაწოდებლად ქვევით მდებარე საგუბარიდან ზევით მდებარე სარწყავ არხებში. ის ორივე ბოლოთი ღია ცილინდრული მილია, რომლის ღერძის გასწვრივ დაყენებულია ხრახნულზედაპირიანი ლილვი. არქიმედეს ხრახნი თანამედროვე შნეკის პროტოტიპია.