არხსათხრელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:36, 5 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
არხსათხრელი – მისაბმელი ან თვითმავალი მანქანა, რომელიც გამოიყენება სარწყავი ან ამოსაშრობი არხების, აგრეთვე ტრანშეებისა და კიუვეტების გასაყვანად. გრუნტის დასამუშავებელ ორგანოს წარმოადგენს გუთანი, ფარი, როტორი, ფრეზი, მრავალ-ციცხვიანი ჯაჭვი. მცირე ზომის ტრანშეის გასათხრელად, აგრეთვე, გამოიყენება ერთციცხვიანი ექსკავატორი შებრუნებული ნიჩბით.