ასფალტენები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:26, 6 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ასფალტენები – ნავთობის ყველაზე მაღალმოლეკულური კომპონენტები – მყარი მყიფე ნივთიერებები შავი ან მურა ფერის; ინერტულ ატმოსფეროსი რბილდება და 200-300°С ტემპერატურაზე გადადის პლასტიკურ მდგომარეობაში. სიმკვრივე – 1100 კგ/მ3. ელემენტური შემადგენლობა: С (80-86%), Н (7-9%), О (2-10%), S (0,5-9%), N (2%-მდე), აგრეთვე მიკრორაოდენობით – V, Ni, Fe, Ca, Mg, Cu და სხვ. ლითონები.
ასფალტენები გამოიყენება, როგორც მავულკანიზებელი აგენტი, კოროზიისა და რადიკალური რეაქციების ინჰიბიტორი, კომპოზიტური პოლიმერული მასალების შემვსები, ნედლეული V და Ni-ის მისაღებად, გუდრონებისა და ბიტუმების წარმოებაში, ჰიდროსაიზოლაციო და საბურულე მასალების დასამზადებლად და სხვ.