აქატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 10 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფაილი:ფაილი:Aqati.JPG
აქატი
აქატი (ბერძ. achatēs) – მინერალი, კვარცის მალულკრისტალური სახესხვაობა, კაჟმიწა. ქიმიური ფორმულა SiO2. წარმოადგენს ქალცედონის წვრილბოჭკოვან აგრეგატს ფენოვანი სტრუქტურითა და შეფერილობის ზოლური განაწილებით. იუველირები აქატს უწოდებენ აგრეთვე ზოგიერთი ტიპის ქალცედონს. აქატის წარმომავლობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის (არსებობს მოსაზრება, რომ ის არის კაჟმიწის პოლიმერიზაციის პროდუქტი ქალცედონის მიღებამდე). ქიმიური შედგენილობით, კვარცისა და კაჟმიწის მსგავსად, აქვს არაერთგვაროვანი სტრუქტურა მინარევების დიდი რაოდენობით. შედის როგორც ამოფრქვეულ, ისე დანალექ ქანებში. გამოიყენება მშენებლობაში იატაკის მოსაპირკეთებლად; საიუველირო საქმეში – როგორც სანაკეთო და ნახევრადძვირფასი ქვა. ანტიკური ხანიდან ითვლება წარმატების თილისმად.