ბაგირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:34, 10 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაგირი – ფოლადის მავთულის, ნართის, სინთეზური, მინერალური ან მცენარეული ბოჭკოებისგან დამზადებული დრეკადი ნაკეთობა, რომელიც შეიძლება იყოს ხვეული (გრეხილი), არახვეული (არაგრეხილი) და წნული. პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ფოლადის ბაგირი დიამეტრით 60 მმ-მდე. არსებობს ბაგირის სახეები: ამყოლი, ამწევი, გადაგრეხილი, განმტვირთავი, გაფისული, გვარლის, დამცველი, დამჭერი, დამჭიმავი, მავთულის, მამოძრავებელი, მზიდი, მიმმართველი, მისაბმელი, მოქნილი, მრავალწნული, მრგვალწნული, მუშა, მცენარეული, საბუქსირო, საზიდი, სატვირთე, საწევი, სპირალური, ფასონურწნული, ფოლადის, ქერელის (გაფისული და გაუფისავი), ღია, შემაერთებელი, ჩაკეტილი, წამყვანი, ხვეული, ხისტი და სხვ.