ბადახში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 10 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბადახში (ლალი) – წითელი ფერის ძვირფასი ქვა, რომელიც მოიპოვება ტაჯიკეთისა და ავღანეთის მომიჯნავე რეგიონის ბადახშანის ტერიტორიაზე. საქართველოში ძველთაგან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც მოწმობს ბადახშის ქვებით შემკული ძველი ქართული ნივთები.