ბაზანიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაზანიტი −(ბერძ. basanos სასინჯი ქვა, რკინისშემცველი ქვა), ექსტრუზიული ვულკანური კლდოვანი მთის ქანი, რომელიც სიმაგრით გრანიტს ჩამოჰგავს. მინერალის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის მინდვრის შპატი (ნეფელინი ან ლეიციტი), აგრეთვე პლაგიოკლაზი, ავგიტი, ოლივინი, რკინა-ტიტანის ჟანგეულები (ილმენიტი და მაგნეტიტი) და სხვ. გვხვდება კონტინენტებზე და ოკეანეების კუნძულებზე. უძველესი დროიდან გამოიყენებოდა რთული ფორმის ნივთებისა და ორნამენტების დასამზადებლად.