კათოლიკოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კათოლიკოსი - საყოველთაო ეპისკოპოსი ვრცელ გარკვეულ ტერიტორიაზე, ქრისტიანული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური.
უმაღლესი სასულიერო პირის (პატრიარქის) წოდებულება ქართულ (აგრეთვე, სომხურ) ეკლესიაში. საკათოლიკოსო - კათოლიკოსის საგამგებლო.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] - თბ., 2004 - 483გვ.: ცხრ.; 24სმ. - (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). - ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]