ბუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:13, 26 თებერვალი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუნი

ბუნი - 1. „შუბის ტარი“(საბა). ბუნი წარმოადგენს ხის ტარს, რომელიც სხვადასხვა ზომის არსებობდა. დღევანდელი ქართული ტერმინოლოგიური დატვირთვით შუბი ეწოდება ყველანაირ სატყორცნ-საძგერებელ იარაღს, ხოლო ფეოდალურ საქართველოში ასეთი ტიპის იარაღები ერთიანდებოდა „ლახუარის“ ქვეშ. „ლახვარნიცა განიყოფებიან: „ოროლი, გმური, სათხედი, გეონი, შუბი, ხიშტი, ზუფანი, ლიბანდაკი, ამათი განმასხვავებელი ნიშანი შუბის პირის ფორმის გარდა, მათ ბუნის ზომებშია მაგ. ოროლი, შუბი და გმური, - ბუნგრძელია, სათხედი - ბუნ-ზომიერი, გეონის ბუნი „მცირედ კაცისა უმაღლესი“, ხიშტი - ტარ-კოტა, ზუფანი - ბუნ-წყრთეული და ა.შ.

2. დროშის ტარის დაბოლოება. ზოგ შემთხვევაში ფოლადისაგან დამზადებული, სიუჟეტი და წარწერებიც, უმთავრესად გამარჯვებისა და ძლევის აღსანიშნავი.

ლიტერარტურა

სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I. 1991. მ.ქ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები