მიუნჰენური ბათქაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:45, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიუნჰენური ბათქაში – დეკორატიული ბათქაშის სახეობა, აკრილური დისპერსია სხვადასხვა ფრაქციის (2,5-3,5 მმ) მარმარილოს ნაფხვენის საფუძველზე. შემადგენლობაში შედის აგრეთვე ჰიდროფობული (ნივთიერება, რომელიც არ სველდება წყალში) ნაერთები შებათქაშებულ ზედაპირზე ტენის შესაკავებლად. ძირითადად სამი მოხატულობა აქვს: წვიმა, ცხვარი და ლაფნიჭამია. მიუნჰენური ბათქაში გამოირჩევა მაღალი ტენ- და ტემპერატურამედეგობით. მოითხოვს ზედმიწევნით მკვრივ, თანაბარ და გლუვ საფუძველს, რომელიც კეთდება მინიმუმ შვიდი დღით ადრე სამუშაობი დაწყებამდე. გარემოს ტემპერატურა სასურველია იყოს 5-250C. გამოიყენება როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში.