დაკალიბრება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:38, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაკალიბრება

1. დაშტამპული ნაჭედის ან ფურცლოვანი ნაკეთობის ზომების კორექტირება საპროექტო მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით ან ზედაპირის სიმქისის შემცირება;

2. მასიური ან დახერხილი მერქნის გარანდვის ოპერაცია ერთნაირი სისქის მასალის მისაღებად. ოპერაცია ძირითადად სრულდება სახეხ-საკალიბრებელ და სარანდავ ჩარხებზე;

3. განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც პირველ ეტაპზე ადგენს დამოკიდებულებას გაზომვის ერთეულის ეტალონით (გაზომვის სტანდარტით), უზრუნველყოფს სიდიდის მნიშვნელობას (გაზომვის განუსაზღვრელობით) და შესაბამის ჩვენებას (მათთან დაკავშირებულ გაზომვის განუსაზღვრელობით). მეორე ეტაპზე ამ ინფორმაციას იყენებს დასაკვირვებელი გაზომვის შედეგის, გაზომვის ერთეულის ეტალონების (გაზომვის სტანდარტის) ჩვენებებთან დამოკიდებულების დასადგენად. დაკალიბრება განეკუთვნება სამრეწველო ან სამეცნიერო მეტროლოგიას. დაკალიბრების სახეებია: არასწორი, გლინების, ზედაპირის, მოცულობითი, პირველადი, პერიოდული, სიბრტყითი, რიგგარეშე, წესიერი და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები