ცემენტის ბათქაში
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 13 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცემენტის ბათქაში − სამშენებლო ბათქაში, რომელიც მომზადებულია ცემენტის საფუძველზე. გამოიყენება საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების სათავსების კედლებისა და ჭერის შესალესად (გასასწორებლად). გაშრობის შემდეგ მასზე გადაეკვრება მეორე დეკორატიული ფენა. აუმჯობესებს შენობის თბო- და ბგერასაიზოლაციო თვისებებს.