კატაკომბები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კატაკომბები - მიწისქვეშა სამარხები. რომში პირველი ქრისტიანები აქ იკრიბებოდნენ სალოცავად და მარხავდნენ თავიანთ მიცვალებულებს.
1. ძველ რომსა და სხვა ქალაქებში: მიწის ქვეშ გაყვანილი ან ბუნებრივად გაჩენილი ვრცელი გალერეები, კორიდორები, სადგომები, სადაც პირველ ხანებში თავს აფარებდნენ დევნილი ქრისტიანები. 2. საერთოდ, მიწისქვეშა გალერეები, სადგომები, მიტოვებული მაღაროები და მისთ.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
- უცხო სიტყვათა ლექსიკონი