ბელიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 17 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბელიტი – ორკალციუმიანი სილიკატი 2CaO∙SiO2, ერთ-ერთი ძირითადი ხელოვნური მინერალი, რომელიც მიიღება ცემენტის კლინკერის გამოწვის დროს. კლინკერში მნიშვნელობითა და რაოდენობით (20-30%) მეორე მინერალია. ის ნელა მაგრდება, მაგრამ საბოლოოდ აღწევს დიდ სიმტკიცეს.