საავიაციო სათბობი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:19, 17 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საავიაციო სათბობი – საავიაციო საფრენი აპარატების ძრავების სათბობი. დგუშიანებისათვის უმთავრესად გამოიყენება ბენზინი, საჰაერო-რეაქტიული ძრავისათვის – რეაქტიული სათბობი. საავიაციო სათბობად შეიძლება აგრეთვე სინთეზური საწვავის გამოყენება (მაგალითად, სინთეთიკური ეთილის სპირიტი). საავიაციო სათბობს აქვს მისართები, რომლებიც უზრუნველყოფენ საჭირო თერმოსტაბილურობას, ქიმიურ მედეგობას და სხვა.