ბეტონის დინამიკური სიმტკიცე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 18 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონის დინამიკური სიმტკიცე – ბეტონის დროებითი წინაღობის ზრდა დიდი ინტენსივობისა და ხანმოკლე დინამიკური დატვირთვების (დარტყმა, აფეთქება) მოქმედებისას. რაც ნაკლებია მრღვევი დინამიკური დატვირთვის მოქმედების დრო ნიმუშზე, მით მეტია ბეტონის სიმტკიცის დინამიკურობის კოეფიციენტი, რომელიც არის კუმშვაზე დინამიკური დროებითი წინაღობის ფარდობა პრიზმულ სიმტკიცესთან.