ზემძიმე ბეტონი − მკვრივი აგებულების, ცემენტის შემკვრელსა და მკვრივ შემვსებზე (ქვიშა, ბარიტი, მაგნეზიტი, ლიმონიტი, თუჯი, ტყვიის საფანტი და სხვ.) შედგენილი, მსხვილმარცვლოვანი, გამყარების ყოველგვარ პირობებში დამზადებული ბეტონი. სიმკვრივე – მეტი 2500 კგ/მ3-ზე; სიმტკიცე – 10-20 მპა.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი