წვრილმარცვლოვანი ბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 19 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წვრილმარცვლოვანი ბეტონი − წვრილ შემვსებზე (ქვიშაზე) შედგენილი საშუალო სიმკვრივის (1800 კგ/მ3) ბეტონი. ქვიშის მარცვლების ზომები იცვლება 0,15-2,5 მმ-ის ფარგლებში. წყალცემენტის ფარდობა – 0,3-0,4. გამოიყენება თხელკედლიანი (არმოცემენტის) კონსტრუქციების დასამზადებლად. სიმტკიცე 16-28 მპა.