ბეტონსაზიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 20 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბეტონსაზიდი (ბეტონის ბადია) – ბეტონსარიგებელი საკიდი ან გადასატანი მოწყობილობა, რომლითაც ბეტონის ნარევი მიეწოდება დამყალიბებელ პოსტებზე საკმაოდ მოშორებულ მანძილზე. ბეტონსაზიდი არის კონუსური ფორმის ბუნკერი საკიდ-საყრდენი ლითონკონსტრუქციით სატრანსპორტო ხაზებზე დასაყენებლად ან ამწის კავზე დასაკიდად. ის აღჭურვილია ხელის ან პნევმოჩამკეტით.