ბოზე-აირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:35, 23 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოზე-აირი – კლასიკური იდეალური აირის კვანტურ-მექანიკური ანალოგი. აირი შედგება უმცირესი ნაწილაკების – ბოზონებისაგან, რომელთაც აქვთ მთლიანი სპინი და ემორჩილება ბოზე-აინშტაინის სტატისტიკას. ბოზემ შექმნა სტატისტიკური მექანიკა ფოტონების აირისათვის, ხოლო აინშტაინმა განავითარა ის მასიური ნაწილაკებისათვის. მანვე აღმოაჩინა, რომ ბოზონების იდეალური აირი, კლასიკური იდეალური აირისაგან განსხვავებით, დაბალ ტემპერატურაზე წარმოქმნის კონდენსაციურ მდგომარეობას – ე.წ. ბოზე-აინშტაინის კონდენსატს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები