ბურთულსაკისარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:21, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბურთულსაკისარი – გორვის საკისარი, რომლის შიგა და გარე რგოლებს შორის განლაგებულია ბურთულები. ახასიათებს მცირე ხახუნის კოეფიციენტი, დიდი ტვირთამწეობა, მონტაჟისა და მომსახურების სიადვილე, შემზეთი მასალის უმნიშვნელო ხარჯი; თუმცა, დიდი ბრუნვის სიხშირეებისა და დატვირთვებისას აქვს დაბალი ხანგამძლეობა და დიდი გარე დიამეტრი, დარტყმითი დატვირთების შეზღუდული ათვისება. გამოიყენება XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან.