სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები – სამშენებლო სამუშაოები დაკავშირებული შენობაში გათბობის, ვენტილაციის, სითბოს, გაზმომარაგების, წყლის მიწოდებისა და კანალიზაციის სისტემების დამონტაჟებასთან. განარჩევენ სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოების ორ ძირითად ჯგუფს: გარეთას, რომელიც მოიცავს დასახლებული პუნქტებისა და საწარმოების გარე ქსელების ჩაწყობას და წყალმომარაგებისა და კანალიზაციისათვის სათავო ნაგებობების მშენებლობას და შიგას, რომელიც ითვალისწინებს სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობებში სანიტარულ-ტექნიკური, გათბობა-ვენტილაციისა და გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებს.