პანელური გათბობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:19, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პანელური გათბობა – გათბობის სახეობა, რომლის დროს სითბო გასათბობ სათავსს გადაეცემა კედელში, ტიხარში ან იატაკში განლაგებული გათბობის პანელების გახურებული ბრტყელი ზედაპირით. გათბობის პანელებს ამზადებენ ბეტონისგან, რომელშიც მოთავსებულია გასახურებელი ელემენტები – ფოლადის მილები. მილებში ხდება თბოშემცველების (ცხელი წყალი, ორთქლი, ჰაერი) ცირკულაცია. პანელური გათბობა გამოყენება მიზანშეწონილია მსხვილპანელურ მშენებლობაში.