სხივური გათბობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სხივური გათბობა – გათბობის სახეობა, როდესაც სითბო გადაეცემა ძირითადად გამოსხივებით, ნაკლებად – კონვექციით. გამთბობი ხელსაწყოები თავსდება გასათბობი ზონის ქვეშ ან ზემოთ (დამონტაჟებულია იატაკში ან ჭერში, კედლებზე ან ჭერის ქვეშ). გარდა ზემოთჩამოთვლილისა, არსებობს სხივური გათბობის სხვა სახეობებიც: ცეცხლჰაერის, ორთქლის, წყლის, ჰაერის, ინფრაწითელი სხივების, დინამიკური და სხვ.