გამა-გამოსხივება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 24 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამა-გამოსხივება – ელექტრომაგნიტური ტალღების ნაკადი, რომელიც გარემოში ვრცელდება ვაკუუმში სინათლის ტოლი სიჩქარით – 300 000 კმ/წმ. ის თან ახლავს ალფა- და ბეტა-გამოსხივებას კვანტების ანუ ცალკეული ულუფების სახით; აქვს შეღწევადობის ყველაზე დიდი უნარი, ხოლო იონიზაციის მხრივ საშუალედო მდგომარეობა. წყალში გავლისას იწვევს ყოველი მე-300 წყლის მოლეკულის იონიზაციას. ელექტრული მუხტი არ აქვს. გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყოში, როგორებიცაა: გამადეფექტოსკოპები, სამედიცინო და კვების მრეწველობის დანადგარები (პროდუქტების დაკონსერვებისას); აგრეთვე ფიზიკისა და საშენი მასალების სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, ექსპერტიზის ბიუროები და სხვ.