გამაგანივრებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:47, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამაგანივრებელი (საფართი) – საჭრელი ინსტრუმენტი ნახვრეტის ან სიღრუის საბოლოო დასამუშავებლად. მიიღწევა სიზუსტე 6-9 კვალიტეტამდე, ხოლო ზედაპირის ხორკლიანობა 0,32-1,25 მკმ-მდე (არ გავაიგივოთ საღრუვ ინსტრუმენტთან!). ნახვრეტის ფო-რმის შესაბამისად არსებობს ცილინდრული, კონუსური და საფეხურებიანი, ჩვეულებრივი და რეგულირებადი; მომჭერის მიხედვით – ხელის და მანქანური (ცილინდრული, კონუსური ბოლოთი ან საცმით).