გალერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:24, 25 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალერა - (იტალ. galera) იალქნიან-ნიჩბიანი გემი, რომელიც VII–XVIII სს-ში თითქმის ყველა ქვეყნის საზღვაო ფლოტში არსებობდა. გამოიყენებოდა აგრეთვე ძვირადღირებული ტვირთების გადასატანად.
პირველად შეიქმნა ვენეციაში.
- სიგრძე 40–60 მ;
- სიგანე 4–7,5 მ;
- ჩაჯდომა 2 მმდე.
გალერას ჰქონდა 15 მ-მდე სიგრძის 16–32 წყვილი ნიჩაბი.
- წყალწყვა – 500-დან 2000 ტ-მდე;
- შეიარაღება – 100-მდე ქვემეხი.
- აძლიერებდნენ ჯარისკაცთა რაზმით (500 კაცამდე).