კვანტური გენერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:36, 27 მაისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კვანტური გენერატორი – საერთო დასახელება ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროებისა, რომლებიც მუშაობენ ატომებისა და მოლეკულების იძულებით გამოსხივებაზე (ამ პრინციპის თეორია დაამუშავა ა. ეინშტეინმა). გამოსხივებული ტალღის სიგრძეზე დამოკიდებულებით, კვანტური გენერატორის სახელებია: მაზერი (მიკროტალღური დიაპაზონი), ლაზერი (ოპტიკური დიაპაზონი), რაზერი (რენტგენული დიაპაზონი) და გაზერი (გამა-დიაპაზონი).